მოგესალმებით

გვიხარია, რომ 19-20 ივნისს, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ მხარეში გიმასპინძლებთ.

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ „ბორჯომის“ ახალ ჩამომსხმელ ქარხანას, სადაც გაგაცნობთ 135-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის საწარმოო პროცესს.

გვინდა, ეს მოგზაურობა თქვენთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს.

გთხოვთ, გაეცნოთ ტურის პროგრამას.

19 ივნისი – I დღე

  • 09:30 შეკრება სპორტის სასახლესთან და გამგზავრება ბორჯომის მიმართულებით
  • 12:30 ჩასვლა ყვიბისში, „ბორჯომის“ ახალ ჩამომსხმელ ქარხანაში
  • 13:00 „ბორჯომის“ ისტორიული სივრცის მონახულება და ფურშეტი
  • 13:30 მისასალმებელი სიტყვა „ბორჯომის“ წარმომადგენლებისგან ბრენდისა და ახალი ჩამომსხმელი ქარხნის შესახებ
  • 14:00 ქარხნის დათვალიერება და საწარმოო პროცესის გაცნობა
  • 15:00 სტუმრობა ბორჯომის სასწავლო/ტრენინგ ცენტრში, ცენტრის საქმიანობის გაცნობა და შეხვედრა მოსწავლეებთან
  • 15:30 დაბინავება Crowne Plaza Borjomi-ში და თავისუფალი დრო
  • 19:00 ვახშამი სასტუმროს ქართულ დარბაზში

20 ივნისი – II დღე

  • 07:00 – 11:00 საუზმე სასტუმროში
  • 10:30 – 11:30 სურვილისამებრ მონაწილეობა საფეხმავლო ტურში “ბორჯომი - მარადმწვანე ქალაქის ისტორია”, ზურა ბალანჩივაძესთან ერთად.
  • 12:00 Check out და გამომგზავრება სასტუმროდან
  • 13:00 სადილი რესტორან „კევრში"
  • 15:00 გამგზავრება თბილისის მიმართულებით
  • 18:00 თბილისში დაბრუნება

ტური

„ბორჯომი – ამბავი მარადმწვანე ქალაქზე"

  • 10:30 შეკრება Crowne Plaza Borjomi-ის ლობიში და ტურის დაწყება

ტურის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ბორჯომის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და იმ ადამიანებს, რომელებმაც ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

ბორჯომი

ტურის მთავარი თემები:

  • „ბორჯომის" ცენტრალური, ისტორიული პარკის დათვალიერება
  • „ბორჯომის" მინერალური წყლის ისტორიის დასაწყისი და პირველი ჩამომსხმელი ქარხანა
  • მინერალური წყლის დეგუსტაცია გუმბათოვან პავილიონში
  • საქართველოს პირველი ჰესი და რომანოვების ისტორია
  • ბორჯომი და პეტრე ჩაიკოვსკი
  • 11:30 ტურის დასრულება და დაბრუნება სასტუმროში

გელით